ცხინვალი შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზეა - კვირის პალიტრა

ცხინვალი შეიარაღებული დაპირისპირების ზღვარზეა

ცხინვალის ე.წ. უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა 27 ნოემბერს გამართული "საპრეზიდენტო არჩევნების" შედეგები, რომელშიც ალა ჯიოევამ კრემლისა და კოკოითის ფავორიტ ანატოლი ბიბილოვს მოუგო.ე.წ. სასამართლომ ჯიოევას მარტში დანიშნულ განმეორებით არჩევნებში მონაწილეობაც აუკრძალა. ამას ცხინვალში საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლის მონაწილეებმა ორჯერ სცადეს ე.წ. მთავრობის სახლში შეჭრა და ორჯერვე კოკოითის ფორმირებებმა სროლით მოიგერიეს. ალა ჯიოევამ თავი „პრეზიდენტად“ გამოაცხადა და სახელმწიფო საბჭოც ჩამოაყალიბა. სიტუაცია არ განუმუხტავს მის შეხვედრებს კოკოითისთან და რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან. ჯიოევას ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ჯამბულატ თედეევი რუსეთის ეფ-ეს-ბეს გენერლებთან შეხვედრის შემდეგ რუსეთიდან გამოიქცა. შეხვედრაზე მას ჯიოევასთვის მხარდაჭერის შეწყვეტას სთხოვდნენ და მოღალატედ გამოცხადებით ემუქრებოდნენ (ვრცლად იხ. გვ. 39).