სააკაშვილმა ებრაელი ბიზნესმენები შეიწყალა - კვირის პალიტრა

სააკაშვილმა ებრაელი ბიზნესმენები შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ებრაელი ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი შეიწყალა.პრეზიდენტის პრესსპიკერ მანანა მანჯგალაძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ეს გადაწყვეტილება ისრაელის მთავრობისა და პირადად ისრაელის პრეზიდენტის თხოვნით, ასევე ჰუმანური მოსაზრებებით მიიღო. ბიზნესმენები - რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი 2010 წლის ოქტომბერში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილისთვის ქრთამის შეთავაზების ბრალდებით ბათუმში დააკავეს. სასამართლომ რონი ფუქსს 6,5 წლით, ზეევ ფრენკელს კი 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა (ვრცლად იხ. გვ. 8).