გამჭვირვალე სარედაქციო პოლიტიკა მნიშვნელოვანია - კვირის პალიტრა

გამჭვირვალე სარედაქციო პოლიტიკა მნიშვნელოვანია

საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის აზრით, მნიშვნელოვანია,  ნებისმიერ მედიასაშუალებას, იქნება ეს ბეჭდური, ელექტრონული თუ ინტერნეტგამოცემა, ჰქონდეს ნათელი და გამჭვირვალე სარედაქციო პოლიტიკა. "ერთი რამ, რის ნაკლებობასაც ვხედავ საქართველოში, ის არის, რომ სარედაქციო პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები ყოველთვის არ არიან ცნობილი და ვერ ვიგებთ, როგორ ტარდება სარედაქციო პოლიტიკა, რა ახალი ამბის შერჩევას ანიჭებენ უპირატესობას ესა თუ ის მედიასაშუალებები. გასულ წელს პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი შესწორებები, რომლითაც აუცილებელია გამჭვირვალე გახდეს მედიამფლობელთა ვინაობა, წინგადადგმული ნაბიჯია. სარედაქციო პოლიტიკა უნდა იყოს გამჭვირვალე", - განაცხადა ბასმა.