სარგსიანი პრეზიდენტს და პატრიარქს შეხვდა
05-12-2011
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი. იგი ქართველ კოლეგას, მიხეილ სააკაშვილს და კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ქართულ-სომხურ ურთიერთობაზე ისაუბრეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო-სომხეთის საზღვარი უახლოეს მომავალში იქნება ისეთივე გამჭვირვალე, როგორიც შვეიცარია-საფრანგეთის საზღვარია. საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე კი უწმინდესმა ისაუბრა ორი ქვეყნის ისტორიულ მეგობრობასა და ქართული და სომხური ეკლესიების როლზე საკუთარი ერების წინაშე. "ძალიან ხშირად ჩვენი ურთიერთობის შურთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავძლევთ ამ წინააღმდეგობას.
ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები", - განუცხადა პატრიარქმა სომხეთის პრეზიდენტს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები