"დიდი საქმე მხოლოდ სიმშვიდეში კეთდება " - კვირის პალიტრა

"დიდი საქმე მხოლოდ სიმშვიდეში კეთდება "

"სიმშვიდე ხელს უწყობს ადამიანის სრულყოფას. ადამიანი დგას ან სრულყოფილების, ან დაცემის გზაზე.თუ ეცემა ადამიანი, ის დაუსრულებლად დაეცემა, თუ არაფერმა უშველა. თუ სრულყოფილების კიბეზე დგას, ბოლომდე ავა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ ჩვენ, რა გზები არსებობს სრულყოფილებისთვის. არის კიდევ ერთი პირობა, რომელიც ხელს უწყობს სრულყოფას, ეს არის სიმშვიდე. ეს ისეთი თვისებაა, რომელიც აკლია თანამედროვე კაცობრიობას, თანამედროვე ადამიანს. ძალიან ადვილია სიმშვიდე შეინარჩუნოს ადამიანმა კეთილდღეობაში, ხოლო, როცა განსაცდელშია, ხშირად კარგავს ამ სიმშვიდეს და ბევრ შეცდომას უშვებს. დიდი საქმე, ეს იქნება საკუთარი თავის თუ ერისთვის, კეთდება მხოლოდ სიმშვიდეში, ლოცვაში და ძალიან ხშირად მარტოობაში". - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.