გაიტანეთ ანძები სკოლის ტერიტორიიდან
12-10-2009
"ლეიბორისტული პარტია" სკოლებისა და სხვადასხვა დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიებზე კომპანია "ბილაინის" გადამცემი ანძების არსებობას
აპროტესტებს.
"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, საცხოვრებელ სახლებთან, მით უმეტეს სასწავლო დაწესებულებებთან, სადაც ბევრი ბავშვი მოძრაობს, დაუშვებელია მსგავსი გადამცემების არსებობა, რადგან მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სახიფათო გამოსხივება აქვს. მისივე თქმით, "ლეიბორისტულ პარტიას" აქვს უამრავი უცხოელი ექსპერტის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ დასახლებული პუნქტებიდან მსგავსი გადამცემი ანძები სულ მცირე, 400 მეტრის მოშორებით უნდა დამონტაჟდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის
ონკოლოგიურ დაავადებათა რისკს მამაკაცებში ოთხჯერ, ხოლო ქალებში 10-ჯერ ზრდის.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით