ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ - კვირის პალიტრა

ბეჭდური მედიის წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ

საქართველოს პრესის ასოციაციის წევრი ბეჭდური მედიისა და პრესის გამავრცელებელთა წარმომადგენლები ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ პრესის ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ტუღუშმა განაცხადა, ბიზნესმენი შეშფოთებულია იმ საფრთხეებით, რომელიც პრესის გავრცელების კუთხით იქმნება და გამოთქვამს სურვილს, მხარი დაუჭიროს ბეჭდური მედიის გავრცელებას. თუ რა ფორმის იქნება ეს მხარდაჭერა, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.  დავინახეთ სერიოზული ინტერესი და მხარდაჭერა იმისა, რომ პრესა არ დარჩეს გავრცელების სისტემების გარეშე ან არ შეიზღუდოს მისი გავრცელება იმის გამო, რომ გაუგებარი და არასერიოზული მიზეზებით პრესის ჯიხურებს იღებენ", - აღნიშნა ლაშა ტუღუშმა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge.-ზე).