ოპოზიცია სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებს შეხვდება - კვირის პალიტრა

ოპოზიცია სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებს შეხვდება

12 აგვისტოს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილისა და საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელების შეხვედრა გაიმართება. შეთანხმებას

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიაღწიეს, რომელსაც როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილი ესწრებოდა. "ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხდომაზე ორ საკითხზე შეთანხმდნენ. პირველი არის საგარეო საფრთხეები, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალისთვის, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებისა, საერთოა, და მეორე საკითხი, რაზეც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა, არის პოლიტიკური დევნის შეჩერება.

ალასანიას თქმით, 12 აგვისტოს გაიმართება შეხვედრა სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან, სადაც ოპოზიცია წარადგენს ყველა იმ ფაქტს, რომელსაც ბოლო დროს ჰქონდა ადგილი ოპოზიციის პოლიტიკური დევნის მიზნით. თუ შეხვედრა კონსტრუქციული იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩნდება შანსი, დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგი.