"სახელმწიფო გულგრილია ჯარისკაცების მიმართ" - კვირის პალიტრა

"სახელმწიფო გულგრილია ჯარისკაცების მიმართ"

''ქრისტიან-დემოკრატი'' ნიკა ლალიაშვილი ხელისუფლებას სამხედროების მიმართ ყალბ დამოკიდებულებას საყვედურობს.

- სახელმწიფო სრულ გულგრილობას იჩენს გმირებისა და მათი ოჯახების მიმართ, რადგან აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები დღემდე უშედეგოდ ელოდებიან კომპენსაციებს. ''მათ აგზავნიან ერთი ინსტანციიდან მეორეში'', - აცხადებს ლალიაშვილი.

მისივე თქმით, დაღუპული გმირების სახელებს არქმევენ სკვერებს, ბაღებს, სკოლებს... მაგრამ ყველაფერ ამის უკან დიდი სიყალბე იმალება.

ნიკა ლალიაშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ავღანეთში ქართული ბატალიონის დაკომპლექტებასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, არც ხელფასებია ისეთი მიმზიდველი, რომ კაცმა ავღანეთში წასვლა და ამ ქვეყნისთვის თავის შეწირვა ისურვოს, იმავდროულად, ქართველი ჯარისკაცები ამჯერად არ იქნებიან ისეთ პირობებში, როგორც  ერაყში  ქართული მისია იყო, რადგან მათ საბრძოლო მოქმედებებშიც მოუწევთ ჩართვა.

''რა მიზნით უნდა წავიდეს ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში, როდესაც გმირთა მოედანზე მემორიალთან 24-საათიანი მორიგეობაც ვერ მოხერხდა, რომ აღარაფერი ითქვას დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის გასაცემ კომპენსაციებზე.