ხელმოწერები გარე ვაჭრობის მოსაგვარებლად - კვირის პალიტრა

ხელმოწერები გარე ვაჭრობის მოსაგვარებლად

გარე ვაჭრობის საკითხის დარეგულირებასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვებას "კონსერვატიული პარტია" 12 ოქტომბრიდან დაიწყებს.

პარტიის წარმომადგენლის, ლაშა ჩხარტიშვილის განცხადებით,  30000 ხელმოწერას შეაგროვებენ, რის შემდეგაც მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტში შევა.

- კანონპროექტში დარეგულირებულია გარე ვაჭრობის საკითხი. "წლებია, დაუსრულებლად გრძელდება გარე მოვაჭრეთა წინააღმდეგ ბრძოლა. უნდა მოხდეს გარე მოვაჭრეთა და იმ ტერიტორიის აღრიცხვა, სადაც ვაჭრობა მიმდინარეობს. გარე მოვაჭრეებმა მოქალაქეთა ინტერესები არ უნდა შელახონ. ინდივიდუალურად უნდა გაიცეს ნებართვა ყველა მოვაჭრეზე, - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.