აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვიპროსის სანაცვლოდ?! - კვირის პალიტრა

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კვიპროსის სანაცვლოდ?!

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი არ აცხადებს ინფორმაციის წყაროს, თუმცა, ირწმუნება, რომ თურქეთი რუსეთს ჩრდილოეთ

კვიპროსის სანაცვლოდ აფხაზეთისა და ცხინვალის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას სთავაზობს.

"მათ არ ეყოთ 1921 წელს ლენინსა და ათათურქს შორის გაფორმებული მოსკოვი-ყარსის შეთქმულება, რომლითაც თითქმის ნახევარი საქართველო - ტაო-კლარჯეთი მიითვისა თურქეთმა. ამ ტერიტორიაზე დღესაც შეგნებულად ნადგურდება მსოფლიო მნიშვნელობის ქართული კულტურის ძეგლები, დარჩენილს მალე დაფარავს დემირელის კაშხალთა კომპლექსი. საქმე იქამდე მივიდა, რომ თურქეთმა არ დაგვიჭირა მხარი გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე კენჭისყრისას, რომელიც ეხებოდა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ყველაფერი კი დაგვირგვინდა იმით, რომ წელს გამოცემულ თურქულ სახელმძღვანელოთა რუკებზე აჭარა ანკარის საკუთრებადაა მიჩნეული", - განაცხადა ნათელაშვილმა და აღნიშნა, რომ თურქეთი სეპარატისტული სოხუმისათვის ფინანსურ და საზღვაო არტერიად იქცა.