ნუ ატარებთ ჯიბით დანას - კვირის პალიტრა

ნუ ატარებთ ჯიბით დანას

წმინდა სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და

უნეტარესმა ილია II-მ ქადაგების დროს ერს მოუწოდა, ჯიბით დანა არ ატარონ.

- "ძალიან ვწუხვარ იმით, რომ ხშირია მკვლელობები. ხშირია შემთხვევები, როცა ადამიანი სასიკვდილოდ იმეტებს სხვა ადამიანს. ჩვენ ეს არ უნდა  გვახასიათებდეს, რადგან ჩვენ ხომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ.  მოგმართავთ ყველას, ნუ ატარებთ დანას ჯიბით, რომ ეშმაკმა არ გამოგიყენოთ თქვენ", - ბრძანა უწმინდესმა საკვირაო ქადაგებისას.