სეპარატისტები რადიო "თავისუფლების" ჩახშობით იმუქრებიან
12-10-2009
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი "რადიო "თავისუფლება" და რადიო "თავისუფალი ევროპა" აფხაზეთსა და
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მაუწყებლობის დაწყებას ერთ თვეში გეგმავს.
რადიოსადგურ "ვაშინგტონის" წარმომადგენელ მარტინ ზვენერსის თქმით, რადიო "თავისუფლების" ყოველდღიური, ერთსაათიანი გადაცემა რუსულ ენაზე ეთერში 2 ნოემბრიდან  გავა.  
გადაცემები რადიოსადგურ "პრაღის" ოფისში, ქართული და რუსული რედაქციების ერთობლივი ძალებით მომზადდება.
რადიო "'თავისუფლების'' თბილისის ბიუროს ხელმძღვანელის, მარინა ვაშაყმაძის განცხადებით, ყველა გეგმა და დეტალი ორ კვირაში გახდება ცნობილი''.   
გავრცელებული ინფორმაციით,
სოხუმის რეჟიმის ე.წ. სამთავრობო ინფორმაციის სამმართველო აფხაზეთში რადიო "თავისუფლების" მაუწყებლობის კატეგორიული წინააღმდეგია და მაუწყებლობის ჩახშობით იმუქრებიან.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა 19 მაისის შუალედური არჩევნები?