ავღანეთში ტერორისტმა 54 შიიტი მოკლა - კვირის პალიტრა

ავღანეთში ტერორისტმა 54 შიიტი მოკლა

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა შიიტების თავყრილობაზე თავი აიფეთქა, რის გამოც 54 კაცი დაიღუპა, 150 კი დაიჭრა.შიიტები წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის, ჰუსეინის დაღუპვის დღეს აღნიშნავდნენ. სუნიტები შიიტებს ისლამის არასწორად ინტერპრეტირებაში ადანაშაულებენ, ამიტომ, სამართალდამცველების ვარაუდით, ტერაქტის დამკვეთი რომელიმე სუნიტური დაჯგუფება უნდა იყოს. "თალიბანი" ტერაქტს გაემიჯნა.