საავადმყოფოში ხანძარს 70 კაცი შეეწირა - კვირის პალიტრა

საავადმყოფოში ხანძარს 70 კაცი შეეწირა

ინდოეთის ქალაქ კალკუტის საავადმყოფოში ხანძარს 70 კაცი ემსხვერპლა.ცეცხლი სამედიცინო კომპლექსის ერთ-ერთ სარდაფში გაჩნდა და სწრაფად მოედო ხუთსართულიან შენობას. დაღუპულთა შორის არიან როგორც პაციენტები, ისე მედიკოსები. ზოგიერთმა ექიმმა პაციენტები მიატოვა და თავს გაქცევით უშველა. ისინი პროფესიული ეთიკის დარღვევაში არიან ბრალდებულნი. ხანძრის სავარაუდო მიზეზად დაუდევრობა სახელდება.