მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 5 000 მოქალაქეა დაპატიმრებული - კვირის პალიტრა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 5 000 მოქალაქეა დაპატიმრებული

საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსის, პაატა პაპუაშვილის განცხადებით, ბოლო

მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 5000 მოქალაქეა დაპატიმრებული.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები, ძირითადად, უკრაინაში, ავსტრიაში, თურქეთსა და ესპანეთში არიან ქურდობის ბრალდებით დაკავებულნი, თუმცა თურქეთში პროსტიტუცია სჭარბობს.