ირანი ციხეში ჟურნალისტების რაოდენობით ლიდერობს - კვირის პალიტრა

ირანი ციხეში ჟურნალისტების რაოდენობით ლიდერობს

"ჟურნალისტების დაცვის კომიტეტმა" მორიგ ანგარიშში დააფიქსირა, რომ მსოფლიოში 179 ჟურნალისტი უკანონო პატიმარია.პირველ ადგილზეა ირანი, სადაც 42 ჟურნალისტი მხოლოდ იმიტომ არის ციხეში, რომ 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარებაში ეჭვი შეიტანეს. Aამ რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდნენ ერიტრეა (28 ჟურნალისტი), ჩინეთი (27), მიანმა (12), ვიეტნამი (9), თურქეთი,  სირია (8-8) და ისრაელი (7).