ხორვატია მიიღეს, სერბეთს უარი უთხრეს - კვირის პალიტრა

ხორვატია მიიღეს, სერბეთს უარი უთხრეს

ევროკავშირისა და ხორვატიის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ხორვატია ამ ორგანიზაციის წევრი 2013 წელს გახდება. სერბეთს კი ევროკავშირში გაწევრებაზე  უარი უთხრეს მანამდე, ვიდრე ბელგრადი კოსოვოსთან ურთიერთობას არ მოაგვარებს. აქამდე ევროკავშირი ორგანიზაციაში მიღების პირობად სერბეთს ჰააგის სასამართლოსთვის ბალკანეთის ომის სამხედრო დამნაშავეების გადაცემას უყენებდა, რაც ბელგრადმა 2011 წელს შეასრულა.