პროტესტი არჩევნებს - კვირის პალიტრა

პროტესტი არჩევნებს

რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებს საპროტესტო ტალღა მოჰყვა. ოპოზიციისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსკოვში ინტენსიურად მართავენ აქციებს, რასაც რამდენიმე ათეული მოქალაქის დაპატიმრება მოჰყვება ხოლმე. არჩევნებს უსამართლო უწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომლის საპასუხოდ რუსეთის პრემიერმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატი რუსეთში პროტესტის პროვოცირებას ცდილობს.

არჩევნების შედეგებით სახელმწიფო სათათბიროში 238 მანდატი "ედინაია როსიამ", 98 - კომუნისტებმა, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ და "სპრავედლივაია როსიამ" კი შესაბამისად, 56 და 64 მანდატი მიიღეს.