ანქვაბმა სოჭის ოლიმპიადას უარი უთხრა - კვირის პალიტრა

ანქვაბმა სოჭის ოლიმპიადას უარი უთხრა

სოხუმის რეჟიმის ხელმძღვანელი ალექსანდრ ანქვაბი სოჭის ოლიმპიადისთვის დიდი რაოდენობით სამშენებლო მასალების გაცემას არ აპირებს.მისი თქმით, აფხაზური მხარე სოჭის ოლიმპიადის ობიექტების ასაშენებლად ინერტულ მასალებს შეზღუდულად გასცემს, დაახლოებით მხოლოდ 2 მლნ კუბმეტრს. ანქვაბის განცხადებით, მასალების მოპოვება აფხაზეთის ეკოლოგიისთვის უსაფრთხოდ მხოლოდ მდინარე კოდორიდან შეიძლება.