მოროშკინას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

მოროშკინას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ ლალი მოროშკინას "ნანუკას შოუს" ჩაწერისას მომხდარი ინციდენტის გამო 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.კერძოდ, გადაცემის ჩაწერისას მოროშკინამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გაზეთ "პრაიმ ტაიმის" დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორ თაკო ფხაკაძეს. ფხაკაძის თქმით, მოროშკინას გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ "ყველაზე უგემოვნო ქალის" ნომინაციაში მოხვდა. "პრაიმ ტაიმის" მთავარი რედაქტორის თქმით, მოროშკინამ მას კისრის არეში ჩანგალი ჩაარტყა. თავად მოროშკინას თქმით, ფხაკაძემ მას პროვოკაცია მოუწყო. "დავინახე, როგორ ქირქილებდა ჩემზე და ამის გამო მუშტი მოხვდა ყბაში. დიპლომატიური ლაპარაკი დავამთავრე", - განაცხადა მოროშკინამ (ვრცლად იხ. გვ. 13).