სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება ჩაიშალა - კვირის პალიტრა

სენატში საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება ჩაიშალა

eurasianet.org-ის ჟურნალისტ ჯოშუა კუცერას მტკიცებით, ამერიკელი სენატორი მარკო რუბიო ცდილობდა კოლეგები ისეთი რეზოლუციის მიღებაზე დაეთანხმებინა, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრებას დააჩქარებდა. კერძოდ, ამ რეზოლუციით სენატს უნდა მოეწოდებინა ბარაქ ობამასთვის, რომ პირადად ეზრუნა, რათა საქართველოს ნატოს ჩიკაგოს სამიტზე MAP მიეღო MAP-ი. თუმცა, ჟურნალისტის ცნობით, რუბიოს თავგამოდება სენატორმა რენდ პოლმა აღკვეთა, რომელმაც დაარწმუნა კოლეგები, რომ თუ საქართველო ნატოში გაწევრდება, შეიძლება აშშ ახალ სამხედრო კონფლიქტში ჩაერთოს.