ისრაელი და საქართველო ძველ ურთიერთობას დაუბრუნდებიან - კვირის პალიტრა

ისრაელი და საქართველო ძველ ურთიერთობას დაუბრუნდებიან

ისრაელის პრეზიდენტ შიმონ პერესის აზრით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ებრაელი ბიზნესმენების - რონი ფუქსისა და ზეევ ფრენკელის შეწყალებით ქვეყნებს შორის "მძიმე ეპიზოდი" ამოწურულიადა თბილისსა და თელ-ავივს  შეუძლიათ, დაუბრუნდნენ ძველ ურთიერთობას. ებრაული მედიის ცნობით, ამის შესახებ პერესმა ქართველ კოლეგას - სააკაშვილს სატელეფონო საუბრისას განუცხადა. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მომხდარი ორივე მხარისთვის მძიმე და არასასიამოვნო ფაქტი იყო და "ბედნიერია, რომ ყველაფერი დასრულდა".