"მაესტროს" წილი დააყადაღეს - კვირის პალიტრა

"მაესტროს" წილი დააყადაღეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "მაესტროს" 100%-იანი წილი ეროსი კიწმარიშვილის "რუსთავის მედიის მართვის" კომპანიის მოთხოვნით დააყადაღა."მაესტროს" დამფუძნებლებმა განაცხადეს, რომ ყადაღის მოხსნას სასამართლოს ძალით შეეცდებიან. თავად ეროსი კიწმარიშვილი კი ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მაკა ასათიანის მეუღლემ 500 ათასი დოლარის მითვისებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ კიწმარიშვილს 2010 წლის აგვისტოდან "მაესტროს" განვითარებაში ერთი თეთრიც კი არ დაუხარჯავს.

ასათიანის ცნობით, 2011 წლის 11 ნოემბრიდან დამფუძნებლებმა კიწმარიშვილს ვალდებულებების შესრულება წერილობით არაერთხელ მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტრაქტის შეწყვეტით დაემუქრნენ. კიწმარიშვილმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მაკა ასათიანის უკან მისი მეუღლე, კოტე გოგელია იდგა, რომლის წილიდანაც "მაესტროში" 12,5% ირაკლი ოქრუაშვილს ეკუთვნის. Mმისი თქმით, ეს ისტორია ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო და თავისი გაუაზრებელი ქმედებებით ტელეკომპანიის დამფუძნებლებს სიხარბე აღუძრა.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებით, ბიზნესმენი "მაესტროს" ყიდვას არ აპირებს.