ტაქსის მძღოლი სადისტურად მოკლეს... - კვირის პალიტრა

ტაქსის მძღოლი სადისტურად მოკლეს...

გორის რაიონის ტერიტორიაზე, ატენის ხეობაში, სოფელ ბიისთან ახლოს ავტომანქანაში მოკლული იპოვეს ტაქსის მძღოლი მიხეილ ჯავახიშვილი. მასსხეულზე ბასრი საგნით მიყენებული 20-მდე ჭრილობა აღენიშნება. მოკვეთილი აქვს ხელის თითებიც.

ცნობილი გახდა, რომ ჯავახიშვილი სოფელ ბიისისკენ ერთ მგზავრთან ერთად მოძრაობდა.

სამართლდამცავები აცხადებენ, რომ დანაშაულში ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. იგი სწორედ აღნიშნული მგზავრია.

დანაშაულში ეჭვმიტანილი არასრულწლოვანი მოზარდია. იგი 17 წლისაა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ვინაობა ჯერჯერობით არ ხმაურდება.