პროექტი "ლაზიკა" - კვირის პალიტრა

პროექტი "ლაზიკა"

როგორც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ახლახან გვაუწყა, ყულევსა და ანაკლიას შორის დაფუძნდება ახალი ქალაქი - ლაზიკა, რომლის მოსახლეობა 10 წელიწადში მინიმუმ 500 ათასი იქნება და დასავლეთ საქართველოს ეკონომიკურ ცენტრად ჩამოყალიბდება.

პრეზიდენტის ინიციატივას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. კერძოდ, ოპოზიციამ ახალი ქალაქის აშენების გადაწყვეტილებას არარეალური პროექტი უწოდა და პრეზიდენტი "სახლობანას" თამაშში დაადანაშაულა. ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით კი ლაზიკას მშენებლობაში ფულს, ძირითადად, ლაზები ჩადებენ და 2015 წლისთვის ქალაქის დიდი ნაწილი უკვე აშენებული იქნება (ვრცლად იხ. გვ. 6).