ნატო კვლავ გვაიმედებს - კვირის პალიტრა

ნატო კვლავ გვაიმედებს

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკეში, რომელიც ბრიუსელში მიიღეს, საქართველო მოხსენიებულია იმ პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც ნატოს წევრები გახდებიან."ჩვენ მივესალმებით მხარდაჭერას, რომელსაც ნატოს უწევენ ის პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც ალიანსის წევრობისკენ მიისწრაფვიან, მათ შორის არიან მაკედონია, ჩერნოგორია, ბოსნია, ჰერცეგოვინა და საქართველო", - ნათქვამია კომუნიკეს XII თავში.  XIII თავში კი დადასტურებულია, რომ ალიანსი აგრძელებს ღია კარის პოლიტიკას და პრეტენდენტი პარტნიორების ინტეგრაციის მხარდაჭერას.