ჯონ ბასი: "აიხდინეთ ოცნებები თქვენი უკეთესი მომავლისთვის" - კვირის პალიტრა

ჯონ ბასი: "აიხდინეთ ოცნებები თქვენი უკეთესი მომავლისთვის"

"ჩვენ მხარს არ ვუჭერთ რომელიმე კანდიდატს ან პარტიას საქართველოს მომავალ საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებში.ჩვენ მხარს ვუჭერთ და გავაგრძელებთ მუშაობას ამ ქვეყნის ხალხთან, რათა მიაღწიოს თავისუფლებებს", - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის ელჩის, ჯონ ბასის ვიდეომიმართვაში. "მომავალი ორი წელი ქართველ ერს მისცემს დიდ შესაძლებლობას, ჩაერთოს უფრო დემოკრატიული, პლურალისტური და თავისუფალი ქვეყნის შენებაში. მარტო მთავრობები ვერ ააშენებენ ძლიერ დემოკრატიებს, მზარდ ეკონომიკებს ან სტაბილურ საზოგადოებას. თავად ხალხი ირჩევს ოფიციალურ პირებს და პასუხისმგებლობას აკისრებს საარჩევნო ყუთით, რომელნიც შემდეგ იცავენ მათ თავისუფლებებს"", - განაცხადა ჯონ ბასმა. "ვიმედოვნებ, ყველა თქვენგანი მონაწილეობას მიიღებს მომავალ არჩევნებში და გექნებათ აქტიური როლი სამოქალაქო ცხოვრებაში იმისთვის, რომ აიხდინოთ ოცნებები თქვენი უკეთესი მომავლისთვის, თქვენი შვილებისა და თანამოქალაქებისათვის"", - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.