სააკაშვილი სარკოზის შეხვდა - კვირის პალიტრა

სააკაშვილი სარკოზის შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთში პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის შეხვდა. როგორც დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, სარკოზიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა იყოს.

"ნიკოლა სარკოზიმ ვრცლად ისაუბრა იმის შესახებ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს. აქამდე ამის შესახებ ასე საჯაროდ არავინ ლაპარაკობდა. ეს არის საქართველოს ერთადერთი მომავალი და მას ალტერნატივა არ გააჩნია", - განაცხადა სააკაშვილმა.