კვლევების საერთო შედეგი - კვირის პალიტრა

კვლევების საერთო შედეგი

პოლიტიკურ რეიტინგებთან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და სხვა მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI)  და საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის (GDRI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.ორივე ორგანიზაციამ კვლევები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ოქტომბერ-ნოემბერში ჩაატარა. პოლიტოლოგების აზრით, ორივე კვლევამ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ეპიზოდი შესაძლოა საკამათო იყოს, დაადასტურა, რომ დღეს საქართველოში ორი პოლიტიკური ცენტრია: მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობა" და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი. ზოგიერთი პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ამ სიტუაციაში მომავალ არჩევნებზე შესაძლოა მესამე პარტიის ადგილი აღარ დარჩეს (ვრცლად იხ. გვ. 11).