პატრიარქმა მშობლების პატივისცემის აუცილებლობაზე იქადაგა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა მშობლების პატივისცემის აუცილებლობაზე იქადაგა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ სამების ტაძარში მშობლების პატივისცემის აუცილებლობაზე იქადაგა.როგორც უწმინდესმა აღნიშნა, მშობლები ცდილობენ მრავალმხრივი  განათლება მისცენ შვილებს და სულიერი განათლება ავიწყდებათ. "ამიტომ იზრდებიან არა ისეთები, როგორსაც ველოდით, არამედ "ეგოისტები, რომლებიც ტოვებენ თავიანთ მშობლებს. მშობელი, რომელიც მთელი ცხოვრება შვილის აღზრდაზე ზრუნავს, ძნელად წარმოიდგენს, რომ შვილი მოხუცთა თავშესაფარში წაიყვანს. მაგრამ მათ უნდა იცოდნენ, რომ როგორც თავად მოექცევიან თავიანთ მშობლებს, ისევე მოექცევიან მათაც შვილები. ადამიანი რომ ბედნიერი იყოს, ამისი პასუხი ჩვენ–გვაქვს - "პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ". ეს უნდა დავიმახსოვროთ და ყოველდღე უნდა სთხოვოთ დალოცვა თქვენს მშობლებს"", - მიმართა მრევლს უწმინდესმა.