კვიპროსში უძველესი ქართული ეკლესია აღმოაჩინეს - კვირის პალიტრა

კვიპროსში უძველესი ქართული ეკლესია აღმოაჩინეს

კვიპროსში, გალიის სამონასტრო კომპლექსში, არქეოლოგებმა კიდევ ერთი ქართული, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის ნაშთები აღმოაჩინეს.

ეკლესია თამარ მეფის ხანას მიეკუთვნება. აღმოჩენილი ნივთები XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. გათხრების შედეგად, რომელიც უკვე დასრულებულია, არქეოლოგებმა ქართველი ბერების საძვალესაც მიაკვლიეს.

არქეოლოგები ადგილზე ერთი თვის განმავლობში მუშაობდნენ. გათხრებში საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საპატრიარქოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.