რუსი სამხედროების წვრთნები ცხინვალთან ახლოს?! - კვირის პალიტრა

რუსი სამხედროების წვრთნები ცხინვალთან ახლოს?!

ოსი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე, ცხინვალთან ახლოს, სამხედრო წვრთნები დაიწყო, რაც საზეიმო ვითარებაში ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის

ლიდერმა კოკოითიმ გახსნა. მისი თქმით, რუსეთის შეირაღებული ძალების ის დანაყოფი, რომელიც დისლოცირებულია სამხრეთ ოსეთში, ოფიციალურად იწყებს საწვრთნელ მომზადებას, თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, რამდენ ხანს გაგრძელდება წვრთნები.  რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ცხინვალის რეგიონში რუსულ სამხედრო ბაზაში წვრთნების გამართვის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. უწყების განცხადებით, ახლო მომავალში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნები არ იგეგმება.