ალექსანდრე ბასილაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს - კვირის პალიტრა

ალექსანდრე ბასილაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოსვენების შემდეგ ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ალექსანდრე ბასილაია დიდუბის პანთეონში

დაკრძალეს.

კომპოზიტორი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 67 წლის ასაკში 3 ოქტომბერს გარდაიცვალა გერმანიაში.  ალექსანდრე ბასილაია 1942 წლის 11 მარტს დაიბადა. იგი საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე და ანსამბლ "ივერიის" სამხატვრო ხელმძღვანელი იყო.