ობამას ნობელის პრემია მიენიჭა
12-10-2009
ნობელის 2009 წლის მშვიდობის პრემია აშშ-ის პრეზიდენტს, ბარაქ ობამას მიენიჭა.
გადაწყვეტილება ნობელის პრემიის კომიტეტმა მიიღო. პრემია ობამას საერთაშორისო დიპლომატიის განმტკიცებასა და ერებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი ექსტრაორდინარული წვლილისთვის მიენიჭა.  
ნობელის მშვიდობის პრემიის წლევანდელი საპრიზო ფონდი 10 მლნ შვედურ კრონს შეადგენს (ერთი მლნ ევრო).
პრემიის გადაცემის ცერემონია ოსლოში 10 დეკემბერს, პრემიის დამაარსებლის, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს გაიმართება.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები