პუტინმა მომიტინგეები ფულის აღებაში დაადანაშაულა - კვირის პალიტრა

პუტინმა მომიტინგეები ფულის აღებაში დაადანაშაულა

რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის განცხადებით,  საპროტესტო აქციების მონაწილეებს ფულს უხდიან ისინი, ვისაც რუსეთში ხელისუფლების დელეგიტიმაცია სურთ.მისი თქმით, თავიდან მოსკოვის “ბოლოტნის მოედანზე” გამართული აქცია შიდსთან ბრძოლის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება ეგონა, თეთრი ლენტები კი კონტრაცეპტივები. პრემიერმა მოქალაქეებს ურჩია, არ იარონ მიტინგებზე და მტრის წისქვილზე წყალი არ დაასხან. ოპოზიცია კი მოსკოვში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით მორიგ საპროტესტო აქციას გეგმავს, რომელზეც ასი ათასზე მეტ ადამიანს ელოდებიან.  თეთრი ლენტი ამ აქციების სიმბოლო გახდა.