2011 წლის დიპლომატი - ჯონ ბასი - კვირის პალიტრა

2011 წლის დიპლომატი - ჯონ ბასი

2011 წლის დიპლომატის პრიზი აშშ-ის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს გადაეცა. გამარჯვებული რესტორან "კრუიზში" ყოველკვირეული ინგლისურენოვანი გაზეთის, Georgian Journal-ისა და "პალიტრამედიას" წარმომადგენლებმა გამოავლინეს. დაჯილდოების ცერემონიამდე "პალიტრის" საგამომცემლო სახლმა გამოკითხვა ჩაატარა პოლიტიკოსებს, პოლიტოლოგებსა და ექსპერტებს შორის. გამოკითხვის შედეგად "წლის დიპლომატის" სტატუსი დაიმსახურა ჯონ ბასმა. გამარჯვებულს გადაეცა პრიზი, რომელიც ექსკლუზიურად ცერემონიისთვის შეიქმნა. გაზეთი Georgian Journal-ი და "პალიტრამედიას" საგამომცემლო სახლი წლის ელჩის დაჯილდოების ცერემონიას ტრადიციად აქცევს და ყოველწლიურად ჩაატარებს (ვრცლად იხ. გვ. 30, სიუჟეტი იხ. www.palitratv-ზე).