ახალი მედიაგაერთიანება დაფუძნდება - კვირის პალიტრა

ახალი მედიაგაერთიანება დაფუძნდება

19 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო "თბილისი მარიოტში" ახალი მედიაგაერთიანება დაფუძნდება.მედიაგაერთიანების შექმნის ინიციატივით ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებელი მამუკა ღლონტი გამოვიდა. მისი თქმით, ამ გაერთიანებას უნდა ჰქონდეს ისეთი პრინციპი, როგორიც ნატოს. კერძოდ, ნებისმიერი მედიასაშუალებისთვის მიყენებულ დარტყმაზე, ამ ორგანიზაციის წევრი ყველა მედიასაშუალება უნდა ახდენდეს რეაგირებას.