"მაესტრო" აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც გამართავს - კვირის პალიტრა

"მაესტრო" აქციას პრეზიდენტის რეზიდენციასთანაც გამართავს

ტელეკომპანია "მაესტროს" თანამშრომლები 20 დეკემბერს, 15:00 საათზე, პრეზიდენტის რეზიდენციასთან  მორიგ საპროტესტო აქციას გამართავენ.ტელეკომპანიის დამფუძნებლები მიიჩნევენ, რომ რაც დღეს ხდება "მაესტროს" გარშემო, არ არის ორი მხარის, ეროსი კიწმარიშვილისა და ტელეკომპანიის დამფუძნებელთა დაპირისპირება და ამ ყველაფრის სათავე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაგეგმილი საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ ხელისუფლებამ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობაში ჩარევას თავი დაანებოს. "მაესტროს" თანამშრომლებმა 16 დეკემბერს აქცია ნუცუბიძის პირველ მიკრორაიონში, პოლიციის შენობასთან გამართეს და მოითხოვეს, რომ სამართალდამცველებმა დაუყოვნებლივ დაატოვებინონ "მაესტროს" ოფისი "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" ხელმძღვანელ ეროსი კიწმარიშვილს.