"მაესტროს" საპროტესტო აქცია - კვირის პალიტრა

"მაესტროს" საპროტესტო აქცია

ტელეკომპანია "მაესტროს" დამფუძნებლებმა და თანამშრომლებმა ნუცუბიძის ფერდობის პირველ მიკრორაიონში, პოლიციის შენობასთან, საპროტესტო აქცია გამართეს და სამართალდამცველებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დაატოვებინონ "მაესტროს" შენობა "რუსთავის მედიის მართვის კომპანიის" ხელმძღვანელ ეროსი კიწმარიშვილს."მაესტროს" დამფუძნებლები და თანამშრომლები საპროტესტო აქციების გაგრძელებას გეგმავენ. ეროსი კიწმარიშვილი კი ტელეკომპანიის დამფუძნებლებისგან 7 მილიონ დოლარს ითხოვს. მისი თქმით, 4,5 მილიონი დოლარი მან“"მაესტროში" ინვესტიციის სახით მიიზიდა,  ხოლო 2,5 მილიონი დოლარის ზარალი "მაესტროს" დამფუძნებლების თვალთმაქცური შეთანხმებებით მიადგა. სამართალდამცველებმა "მაესტროს" დამფუძნებლების ადვოკატს წერილობით აცნობეს, რომ დავის მოგვარება სასამართლოს კომპეტენციაა და ისინი საქმეში ჩარევას არ აპირებენ (ვრცლად იხ. გვ. 14, სიუჟეტი იხ. www.palitratv-ზე).