საპატრიარქო კულტურის სამინისტროს აფრთხილებს - კვირის პალიტრა

საპატრიარქო კულტურის სამინისტროს აფრთხილებს

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, კულტურის სამინისტრომ უარყო საპატრიარქოს წინადადება მესტიის სიწმინდეების დროებით შესანახად საეპისკოპოსო რეზიდენციის შენობის ნაწილისა და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის გამოყენების შესახებ. საპატრიარქოს ცნობით, მესტიის სიწმინდეები კონტეინერებიდან გადაიტანეს ლარჩვალის უბანში, სამუსიკო სკოლის ორსართულიან შენობაში, რომელიც მიუხედავად გარემონტებისა, პრობლემატურია, განსაკუთრებით სეისმომედეგობისა და სახანძრო უსაფრთხოების თვალსაზრისით. საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ გაზაფხულზე სიწმინდეების გადატანა ახალაშენებულ მუზეუმში საფრთხის შემცველია. სპეციალისტების აზრით, 2012 წლის გაზაფხულზე სვანეთში სწრაფი ტემპით აგებულ შენობაში ასეთი სიძველეების შენახვა ახალ პრობლემებს შეუქმნის განძს. "ვიმედოვნებთ, ამ შემთხვევაში მაინც გაითვალისწინებენ მეცნიერთა რჩევას. სიწმინდეებს ნესტიან გარემოში გადატანის საფრთხე არ დაემუქრება და ახალი მუზეუმის მშენებლობის პროექტს საქართველოს საპატრიარქოსთან შეათანხმებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.