პატრიარქი სოფლებში მცირე საწარმოების შექმნის ინიციატივით გამოვიდა - კვირის პალიტრა

პატრიარქი სოფლებში მცირე საწარმოების შექმნის ინიციატივით გამოვიდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სოფლებში მცირე საწარმოების შექმნისა და სოფლის მოსახლეობის დასაქმების ინიციატივით გამოვიდა.სამების ტაძარში ქადაგებისას ილია მეორემ ბრძანა: "სოფელი თანდათან იცლება, რადგან იქ მიწისა და საქონლის გარდა არაფერია. სოფლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უცხოეთშია წასული. ძალიან სამარცხვინო მოვლენაა, რომ უცხოეთში დადიან ქალბატონები და იქ უვლიან ბავშვებს, ალაგებენ, იატაკებს წმენდენ და ეს არის დამამცირებელი. წინათ მამაკაცს შეჰქონდა პური სახლში, ახლა პირიქით, ის ზის სახლში და ქალი როგორ არის, სად არის, ვისთან არის, ღმერთმა იცის. ვფიქრობ, ეს არ არის სწორი. სახელმწიფომ უნდა იფიქროს სოფელზე, რადგან ახალგაზრდობა მიდის სოფლიდან, სოფელი რჩება უკაცრიელი და ხშირ შემთხვევაში სოფლებს უცხო ტომის ხალხი იკავებს".