ტრამპის ვიზიტი გადაიდო - კვირის პალიტრა

ტრამპის ვიზიტი გადაიდო

ამერიკელი მილიარდერის, დონალდ ტრამპის საქართველოში ვიზიტი გადაიდო. ის ბათუმის "ტრამპ თაუერის" მშენებლობის გენერალური გეგმის პრეზენტაციისთვის უნდა ჩამოსულიყო. "სილქ როუდ ჯგუფის" ინფორმაციით, ამერიკელმა მილიარდერმა საქართველოში ვიზიტი ახალ წელთან დაკავშირებით გადატვირთული გრაფიკის გამო გადადო. კომპანიის ინფორმაციით, ტრამპი საქართველოში 2012 წლის დასაწყისში ჩამოვა, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღი უცნობია.