"სააკაშვილის გეგმებში პრემიერობა არ შედის" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის გეგმებში პრემიერობა არ შედის"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძის მტკიცებით, 2013 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის გეგმაში პრემიერმინისტრობა არ შედის. "იგივე ადამიანები, რომლებიც სპეკულირებენ პრეზიდენტის მომავალ გეგმებთან დაკავშირებით, ითხოვდნენ საქართველოს საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადასვლას. როგორც კი ჩვენმა მმართველმა პარტიამ ამის განხორციელება დაიწყო, მაშინვე დაიწყო საუბარი, რომ ჩვენი პრეზიდენტი  პუტინის ნიღბის მორგებას ცდილობს. არც ერთ ადამიანს ჩემთვის ჯერ არ დაუდასტურებია პრეზიდენტის გეგმები, გახდეს პრემიერ-მინისტრი. როგორც მმართველი გუნდის წევრი, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს პრეზიდენტის გეგმებში არ შედის", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.