გამყრელიძე ალასანიას დაუპირისპირდა - კვირის პალიტრა

გამყრელიძე ალასანიას დაუპირისპირდა

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერ დავით გამყრელიძის თქმით,  საკითხები, რომლის მოგვარებასაც ირაკლი ალასანია ჰპირდება საზოგადოებას, უკვე გადაწყვეტილია.კერძოდ, "მემარჯვენეების" ხელმძღვანელი გამოეხმაურა ალასანიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ალასანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან აწარმოებს მოლაპარაკებას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც პოლიტიკური ზეწოლის ყველა ფაქტზე მოახდენს რეაგირებას. გამყრელიძე აცხადებს, რომ მონიტორინგის განხორციელებას ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ივნისში გაფორმებული შეთანხმება ითვალისწინებს და ალასანია "ღია კარს ამტვრევს".