ახალი პოლიტიკური კოალიცია - კვირის პალიტრა

ახალი პოლიტიკური კოალიცია

ბიძინა ივანიშვილი, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია და "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი სამი პოლიტიკური სუბიექტისგან შემდგარ კოალიციას შექმნიან.ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კოალიცია ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის ფორმირების პროცესის დასრულების შემდეგ შეიქმნება. საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სუბიექტები, სავარაუდოდ, სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, საარჩევნო ბლოკს შექმნიან. შეთანხმება სხვა პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეებთან ერთობლივი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ კონსულტაციების გაგრძელებასაც ითვალისწინებს. ამასთან, ბიზნესმენის პრესსამდივნოს ინფორმაციით, უკვე შედგა შეთანხმება "კონსერვატიული პარტიის" თავმჯდომარე ზვიად ძიძიგურთან და "ხალხის პარტიის" თავმჯდომარე კობა დავითაშვილთან, რომლებიც თავ-თავიანთIი პოლიტიკური გუნდის წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ კოალიციისა და საარჩევნო ბლოკის სტრუქტურების საქმიანობასა და მართვაში.