გამოხმაურება "ქართულ ოცნებას" - კვირის პალიტრა

გამოხმაურება "ქართულ ოცნებას"

ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის "ქართული ოცნება" პრეზენტაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.პოლიტოლოგთა ნაწილის აზრით, პრეზენტაციაზე ივანიშვილის სიტყვით გამოსვლა, რომელშიც მკვეთრად დაფიქსირდა საქართველოს პროდასავლური კურსი, ფაქტობრივად, მისი პროგრამის წარდგენა იყო. ხელისუფლების წარმომადგენლების აზრით კი, პრეზენტაციას ძირითადად "გაცვეთილი სახეები" ესწრებოდნენ და "ქართული ოცნება" საზოგადოებას ახალს ვერაფერს შესთავაზებს. პრეზენტაციას გამოეხმაურნენ ის ოპოზიციონერებიც, რომლებთან თანამშრომლობაზე ივანიშვილმა უარი განაცხადა. კერძოდ, ქდმ-ის ლიდერ გიორგი თარგამაძის თქმით, მისი მხრიდან საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შეფასება არასერიოზული და არაადეკვატური იქნება, თუმცა პრეზენტაციისას რაიმე ახალი არ მოუსმენია.