პატრიარქმა აფხაზები და ოსები გააფრთხილა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა აფხაზები და ოსები გააფრთხილა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, როგორც სულიერმა მამამ, აფხაზებსა და ოსებს გაფრთხილებით მიმართა.  უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში

მრევლის წინაშე იქადაგა და ბრძანა, რომ საჭიროა ლოცვა ყველა იმ ქართველის, ოსისა და აფხაზისთვის, რომლებიც ომში დაიღუპნენ. "ამ ომში გამარჯვებული არავინ არის", – ბრძანა უწმინდესმა და მიმართა აფხაზებსა და ოსებს, რომ თუ ისინი საქართველოს გარეშე დარჩებიან, შესაძლოა, არსებობდეს ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონები, მაგრამ იქ აფხაზები და ოსები აღარ იცხოვრებენ და მათთვის ეს ღვთის სასჯელი იქნება. "ჩვენ პატივს ვცემთ რუსეთსა და მის კულტურას, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვას არ შევეგუებით და ამაში ყველანი ერთსულოვანი ვართ", – ბრძანა პატრიარქმა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი გამოიჩენს სიბრძნეს, რათა კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარდეს.