ტყვიავის მკვიდრი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა - კვირის პალიტრა

ტყვიავის მკვიდრი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა

გორის რაიონის სოფელ ტყვიავის მკვიდრი 15 წლის უჩა გიუნაშვილი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიჭრა. აფეთქება სოფლის საძოვრებზე 120 მმ ჭურვის ამოქმედებამ

გამოიწვია.

უჩა გიუნაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ გამნაღმველებმა ამ ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები ჩაატარეს, სოფლის მოსახლეობა შიშობს, რომ, შესაძლოა, სხვა ტერიტორიაზეც აღმოჩნდეს ნაღმები  (ვრცლად იხ. გვ. 8).