მეფის ხელფასი - კვირის პალიტრა

მეფის ხელფასი

ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრებმა პირველად ისტორიაში თავისი შემოსავლების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნეს.2011 წელს ესპანეთის მეფე ხუან კარლოსს შემოსავლის სახით 292 ათასი ევრო მიუღია, პრინც ფილიპს კი 140 ათასი. ევროზონაში არსებული კრიზისის გამო, სახელმწიფომ სამეფო ოჯახის დაფინანსება მნიშვნელოვნად შეამცირა. აღსანიშნავია, რომ ესპანეთის პრემიერ-მინისტრ ხოსე ლუის როდრიგეს საპატეროს წლიური ხელფასი 78 ათას ევროს შეადგენს.